воскресенье, 4 июня 2017 г.

ტრენინგის IX დღე

      ტრენინგის   IX   დღეს მე და ჩემმა კოლეგებმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტი. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და გამოვთქვით აზრი.  შედგა მასწავლებლებს შორის უკუკავშირი
     ტრენინგი თავიდანვე საინტერესო იყო, მოვისინე თეორიული მასალა, რომელიც შემდეგ პრაქტიკაში განვახორციელე.
ბევრი სიახლე გავიგე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესსა და მუშაობაში.
  ძალიან საინტერესოა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან ურთიერთობა, მათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ, ყველას უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
    მთელი ეს ცოდნა მივიღეთ არაჩვეულებრივი ტრენერისგან, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია. სიამოვნებით დავესწრებოდი მის ტრენინგებს  მომავალში.
დიდი მადლობაქალბათონ  დიანას.

воскресенье, 7 мая 2017 г.

ტრენინგის  VIII  დღე

ტრენინგის მერვე დღეს  გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და განვიხილეთ სასწავლო გარემო.
დავგეგმეთ პროექტის განხორციელების პროცედურები.

გავეცანით სსსმ მოსწავლეთა პროექტში ჩართულობის თავისებურებებს,  მათთვის შესაფერისი სამუშაოს შერჩევა მოხდება  და ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობამ შემთხვევაში.

ტრენინგის VII  დღე


დღევანდელი დღე  ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო.  განვიხილეთ მოდულის მეხუთე და მეექვსე ნაწილი. განვიხილეთ შეფასების ფორმები, ჩეკლისტები და სტრატეგიები.
 ვიმსჯელეთ თუ როგორ მნიშვნელოვანია უკუკავშირი მოსწავლის ნამუშევრის შექმნის დროს.
ტრენინგის VI  დღე


ტრენინგის მეექვსე დღე საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. გავიარეთ მესამე და მეოთხე მოდული.  განვიხილეთ პროექტის გეგმის ნიმუშები,
ვისაუბრეთ  საავტორო უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით. ვისწავლეთ ბმულების კოპირება და ჩასმა.





ტრენინგის V დღე
დღევანდელმა დღემ ასევე საინტერესოდ ჩაიარა, როგორც  სხვა  დანარჩენმა.
დღეს გავირეთ პროექტის შეფასების სტრატეგიებს. ის შეიცავს მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
სულ  არის 5  ძირითადი სტრატეგია, რომელიც შეფასების გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ასევე ვისწავლეთ პროექტის წარდგენა პრეზენტაციის სახით. 
ტრენინგის  IV დღე
საინტერესოდ ჩაიარა დღევანდალმა დღემ. ვისწავლე ბლოგზე  სურათების ატვირთვა, დიზაინის გაკეთება, რაც სახალისო იყო. პროექტთან დაკავშირებით მოვიფიქრეთ კითხვები და გავუზიარეთ ერთმანეთს.
ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე